Friday, July 27, 2018

IX დღე



რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა


   მეცხრე დღე დავიწყეთ  youtube-ში  საჭირო  ვიდეოს  მოძიებითა და  ბლოგზე  გაზიარებით. ამისთვის  ვიდეოს  დაბლა მითითებული  შეარ ღილაკი  გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ  ლინკი ბოლო > ასეთ ნიშნამდე, გადავედით  ბლოგზე  და ახალ  პოსტში  გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით  დაკოპირებული  ტექსტი  და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე. ეს  ვიდეო  შეგვიძლია, საჭიროებისამებრ  ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ  youtube-დან  ვიდეოს  გადმოწერა ss  გამოყენებით და  დამატება, რათა პროექტზე  მუშაობს  პროცესში  თუ  დაგვჭირდა  მსგავსი  მოქმედება,  არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის  საშუალებით  შევამოწმეთ  ჩვენი  პორტფოლიო,  გამოვასწორეთ  ხარვეზები  და  დავრწმუნდით, რომ ყველა  დოკუმენტი  წესრიგშია. ჯგუფის  ყველა  წევრმა  გააკეთა თავისი  პროექტის წარდგენა წინასწარ  მომზადებული პრეზენტაციის  საშუალებით. მივიღეთ  შენიშვნები, ჩავასწორეთ  ხარვეზები, გავასწორე პროექტის გეგმაში და პრეზენტაციაში მირებული შენიშვები დავხვეწე როგორც გეგმა, ასევე პრეზენტაცია. 
რაც  შეეხება  ტრენინგს, ნამდვილად  გაამართლა  ჩემი იმედები. 
ძალიან  ბევრი  ახალი  რამ  ვისწავლე  ტექნოლოგიებთან  დაკავშირებით. კიდევ უფრო გავიღრმავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მადლობა ბატონ გიორგი არავიაშვილს გაწეული შრომისთვის. იმედი მაქვს ტექნოლოგიებთან, მსგავს სიახლეებთან დაკავშირებით კიდევ შევხდებით. წასვლის წინ ყველას ბედნიერი შვებულება და დასვენება ვუსურვე. 

ჟირაფი ჟოზე

Wednesday, July 25, 2018

VIII დღე



რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

   მერვე დღე დაიწყო დავალების განხილვით, დავალების განხილვით გავიგე რა გავაკეთე სწორად რა არა.  გადმოვწერეთ პრეზენტაციის რუბრიკა და დავიწყეთ მასზე მუშაობა. შემდეგ შევედით intelga.blogspot.com-ზე და გადმოწევწერეთ შეფასების რუბრიკა,  კოლაბორაციული შეფასება, გავაკეთეთ ჩემი მოსწავლის მაგალითზე. გადავედით შემდეგ მე-6 მოდულზე. ამ მოდულში განვიხილეთ შემდეგი საკითხები: პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.წავიკითხეთ,  გავიაზრეთდა ვისაუბრეთ მე-6 მოდულზე.(დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის). 
     განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა პრინციპი.  ჯგუფების შედგენისას აუცილებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება, რაშიც დაგვეხმარება კონელის კითხვარი. მისი გამოყენება შესაძლებელია პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა ინტელექტის გასაზომად. 
 ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებაზე. რომელსაც ვიყენებთ პროექტის მსვლელობისას. როცა მოსწავლეები თავიანთ სწავლას ან შექმნილ პროდუქტს აფასებენ, ისინი არა მხოლოდ შეცდომებს ეძებენ, არამედ ითავისებენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მათი ნამუშევარი შეფასდება.თვითშეფასება მუშაობის ხარისხის კრიტიკულად გაანალიზების საშუალებაა, რის შედეგადაც მოსწავლეები შეცვლიან სწავლის სტრატეგიებს, რათა უფრო ეფექტურები და ეფექტიანები გახდნენ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად               
    გადავედით  მე-7 მოდულზე (ფასილიტაცია ტექნოლოგიებით) . გავრკვიეთ რისთვის გვჭირდება ფოტოები და როგორ უნდა მოხდეს ფოტოების დამუშავება, გადაღება. გადმოვიწერეთ ფოტოგრაფიის პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე დამხმარეში. ეკრანზე გადავიტანეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ბუპლეტი, ვისაც პრეზენტაცია კონდა პრეზენტაცია. გავაკეთეთ შაბლონი  ფასილიტაციისათვის და შევინახეთ ესეც დრაივზე დამხმარეში. შეიკრა ჩაჭვი პროექტული  სწავლების, გავარკვიე რა როგოგ გამოვიყენო პროექტზე მუშაობისას. შემდეგი ანუ ბოლო მე-9 დღისთვის დავხვეწავ ყველა თემას, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევ პროექტის გეგმას და პრეზენტაციას. 

Monday, July 23, 2018

VII დღე


 რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

მერვე დღეს ტრენინგის დასაწყისში ვისწავლე Google ბრაუზერის შესაძლებლობლები. ბრაუზერის გახსნის შემდეგ ეკრანის მარჯვენა კუთხეში შევდივართ სამ წერტილში, სადაც წერია new incognito windows, ამის შემდეგ შევდივარ რომელ საიტზეც მინდა შესვლა. ჩემი კომპიუტერის გარდა სხვა კომპიუტერზე როცა მომიწევს მუშაობა ყოველთვის ასეთი სახით ვიმუშავო, რათა დავიცვა თავი მავნე ზემოქმედებისაგან. შემდეგ გადავედით მეოთხე მოდულზე, რომელიც სახლში გავარჩიეთ, ამის შემდეგ მეხუთე მოდულზე გადავედით, გავარჩიეთ რა იყო მოსწავლის ჩეკლისტი, პრეზენტაცია და ბუპლეტი.  გვაკეთე ჩეკლისტის როგორი სახით მივაწოდო მოსწავლეებისთვის, მის მიხედვით გავაკეთე   ბუპლეტი, გამოვიყენე 1,2,3,4 და 5-ე მოდულები. შევედი ისევ ჩემს ფოსტაზე დისკზე და  ავტირთე ჩემს პორტფოლიოს საქაღალდეში მოსწავლის ნიმუში. ჩავინიშნე დავალებები: სასწავლო პროექტის გეგმაში, 5 -ე მოდული გასარჩევად, გასააზრებლად. 


Friday, July 20, 2018

VI დღე



რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

     მეექვსე დღე დაიწყო ანალოგიურად საშინაო დავალებების განხილვით.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებისა და უსაფრთხოების  დაცვის საშუალებებზე;გავააქტიურეთ  ცოდნა ელექტრონული ფოსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. გავიხსენეთ, რომ ელექტრონული ფოსტა წერილების გასაგზავნად და მისაღებად გამოიყენება. ელექტრონული ფოსტით მომსახურებას სხვადასხვა საიტი გვთავაზობს, მაგალითად gmail.com; yahoo.com; mail.ru...
   ბლოგზე ,,გაჯეტების`` (გაჯეტები არის იგივე გვერდები ანუ გვერდების დამატება) დასამატებლად ავირჩიეთ   layout  ბრძანება და გამოსულ ჩამონათვალში ავირჩიეთ ელემენტი,რომლის დამატებაც გვინდოდა.( ესგ. მასწავლებლის სახლი, ინტელის სახელმძღვანელო);

    შევქმენით სასწავლო პროექტის დაგეგმვის ჩეკლისტი, რისთვისაც გამოვიყენეთ ინტელის სახელმძღვანელოში არსებული ჩეკლისტის შაბლონი და შმდეგ ავტვირთეთ ჩვენს პორტფოლიოში
    მოვამზადეთ საპრეზენტაციო ფაილი PowerPoint - ის დახმარებით.მასში შეგვიძლია განვათავსოთ ტექსტები,სურათები,ცხრილები,სქემები,დიაგრამები. ჩეკლისტის გამოყენებით. Drive-ში დავაწკაპეთ ახლის შექმნას და ჩამოშლილი ჩამონათვალიდან ავირჩიეთ GoogleSlaides, ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფორმატი საპრეზენტაციო მასალის შესაქმნელად.

Wednesday, July 18, 2018

V დღე

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა



 ეხუთე დღეს განვიხილეთ კოლეგების მიერ შექმნილი შეფასების მეთოდები, რომელთაც ვიყენებთ პროექტის საწყის ეტაპზე. შევიტანეთ კორექტირებები,დავხვეწეთ პროექტის გეგმა, რათა არ გაგვიჭირდეს პროექტის მიზანსა და შედეგებზე გასვლა.
გავეცანით  googl forms. ვისწავლეთ სხვადასხვა სახის ტესტის შედგენა. განვსაზღვრეთ მისი აქტუალობა  და მნიშვნელობა პროექტის განხორციელების სამივე ეტაპზე. შევადგინეთ წინარე ცოდნისა და   მოსწავლეთა საჭიროებების  განსაზღვრისათვის  ცხრილი  ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე. სახლში კიდევ დავამატებ ტესტებს კითხვებს. გავაგრძელებ პროექტის გეგმის შევსებას. ვიმუშებ კითხვებზე. 

Monday, July 16, 2018

IV დღე



რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა


    მეოთხე დღეს დავიწყეთ დავალებების განხილვა, გარჩევა, შეკითხვევი გარკვეული და  გაურკვეველი საკითხების. შემდეგ გავარჩიე მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები. გავარჩიე ბლოგში სხვადასხვა რესურსები და შევცვალე, დავამატეთ გაჯეტები,  გვერდები, შევუცვალე ფერები, ჩემთვის სასურველ ფორმაზე დავაყენე, გავიგე რომ შემდეგში შემიძლია კიდევ დავხვეწო და გავალამაზო ჩემი ბლოგი. ვისწავლე მეთოდები და ინსტრუმენტები, გავერკვიე მიმართულების კითხვებში, რომელიც გამომადგება პროექტზე მუშაობისათვის. გავარჩიეთ პროექტის გეგმის შაბლონში მეთოდები და ინსტრუმენტები.ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირებაზე.გეგმის პროცედურებამდე, სახლში ვაკეთებ გეგმის შვსებას მეთოდებსა და ინსტრუმენტებმდე. ვაგრძელებ შემდეგი ტრენინგ დღისთვის  დავალებების დახვეწას.






მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები



1) ზოგადი კითხვა:     (ფართო მნიშვნელობის მქონე კითხვა, რომელიც          აკავშირებს რამდენიმე თემას თუ საგანს) 
2) თემატური კითხვებ: (ართო მნიშვნელობის მქონე კითხვა, რომელიც  აკავშირებს რამდენიმე თემას თუ საგანს.  სახელმძღვანელო კითხვები თქვენი პროექტისთვის)
3) შინაარსობრივი კითხვები:  (შინაარსობრივი ან განმარტებითი          კითხვები)




Friday, July 13, 2018

III დღე



 რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა



    მესამე დღეს ვაჩვენე ტრენერს შესაბამისი დავალებები. შემდეგ გავარჩიეთ კარგად რა იყო ბროშურა, რისთვის დამჭირდებოდა. ბროშურა წარმოადგენს მოკლე ინფორმაციას, რომელიც განკუთვნილია ან მოსწავლეებისთვის, ან მშობლებისთვის. ჩემი პროექტისათვის საჭირო რესურსი მოვიძიე ინტერნეტში და ჩემს ბროშურაზე განვალაგე, გავერკვიე რომელი იყო ზედა გვერდი, რომელი შიდა გვერდი, დასასრულს გადავაგზავნე ჩემს მაილზე, რომ სახლში კიდევ დავხვეწო. ამის  შემდეგ გადაგევდით ახალ მასალაზე. გავარჩიეთ რა იყო პორტფოლიო. ამის შემდეგ გავაკეთე ჩემი პორტფოლიო google.com-Drive-ზე, რომელიც დამჭირდება პროექტის გასაკეთებლად. გავარჩიეთ ელექტრონული წიგნი, რომელიც დამეხმარება პროეტის განხორციელებისას საჭირო საკითხების შევსებაში.  ტრენინგის ბოლოს მივიღე შესაბამისი დავალებები, რომელიც უნდა მივიტანო შემდეგი ტრენინიგსთვის. პროექტის 1) პროექტის გეგმის შევსება 2) რესურსების გადახედვა. რეფლექსიის დასრულება
    ამრიგად,  ნელ-ნელა უკეთ ვერკვევი პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე და მისი განხორიელების აუცილებლობაში.


Wednesday, July 11, 2018

II დღე

 

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა


     მეორე  დღეს დავალებების გამოკითხვით გავიგე ჩემს დავალებაში რა გავაკეთე სწორად, რა შეცდომით.  ჩამოვყალიბდი ჩემი პროექტის თემაზე თემის სახელწოდება: ,,სახალისო მათემატიკა,  ბლოგს სათაურად დავაწერე პროექტის სახელწოდება.  სახელმძღვანელოში წავიკითხე პროექტი დაწყებით საფეხურზე ,,კონკია“, ამ მაგალითის განხილვით წარმოდგენა შემექმნა პროექტის გეგმის დაწერაზე. დავიწყე ჩემი პროექტის გეგმის წერა. შევადგინე  მოკლე მონახაზი. გავიაზრე მთავარი მიზანი რა იყო ჩემs პროექტში და  რა შედეგზე უნდა გავსულიყავი. წავიკითხე და ვისწავლე სახელმძღვანელოში 21-ე საუკუნი უნარ-ჩვევებს.   გავერკვიე რა იყო პროექტის ბუპლეტი, რისთვისაც მჭირდებოდა ჩეკლისტი.  ჩეკლისტი იყო იგივე პატარა აუცილებელი მასალის  ჩამონათვალი, დავიწყე ჩეკლისტის გაკეთება,  გადავედი სახლემძღვანელოში მოდული2-ზე და ვიხელმძღვნელე, აგრეთვე აგრეთვე intelga.blogspot.com-ზე და  http://tpdc.ge/essentials/ დამხმარე რესურსებიდან გამოვიყენე მასალები. ტრენინგის ბოლოს ჩავინიშნე დავალება.
მომდევნო დღეს უნდა გავაკეთო: ჩეკლისტი უნდა დავასრულო დაწყებული, სტატიები ავკრიფო word-ში, სტანდარტს გადავხედო პროექსტისთვის, პროექტის გეგმა შევავსო მიზნების და შედეგების ჩათვლით.  გავაგრძელოთ პროექტის გეგმის წერა. 



Monday, July 9, 2018

I დღე


რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

    პირველ დღეს გავიცანი სხვადასხვა სკოლის პედაგოგები და ტრენერი გიორგი არავიაშვილი. მან გარკვევით აგვიხსნა რა არის პროექტებზე დაფუძნებუ-ლი სწავლებარატომ არის აუცილებელი პროექტებით სწავლება სასწავლო პროცესში. გავეცანით პროექტის მონახაზს. როგორც გავიგე ამ ყველაფრის ხარისხიანად დასამუშავებლად გამომადგება ელექტრონული წიგნი, რომლის მისამარ-თია http://tpdc.ge/essentials/ გავიგე რა იყო ვლოგი და რა იყო ბლოგი. ვლოგი იყო ვიდეოების საიტი, ბლოგი არის ისეთი საიტი სადაც იქნება როგორც ვიდეო, ასევე ყველა სახის ინფორმაცია.
    გავეცანი ტრენერის  გიორგი არავიაშვილის ბლოგს http://intelga.blogspot.com,  საიტზე დავაკვირდი უამრავ საინტერესო ინფომრმაციას.  შევქმენი ბლოგი შემდეგნაირად: შევედი ჩემს  gmail-ზე, შემდეგ google apps-შე, შემედგ Blogger-ში და New Blogger-შევქმენი ჩემი ბლოგი, რომელზეც შემდეგში განვათავსებ ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტს. დავეუფლე ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებს, შევისწავლე  ბლოგის სტრუქტურა. ჩემი ბლოგის მისამართია matematika152.blogspot.com. ტრენინგის ბოლოს ჩავინიშნე ტრენერის ელ-ფოსტა: giorgi.araviashvili@gmail.com, გავიგე რომ რეფლექსია არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს საკუთარი აზრებისა და განცდების ანალიზს; ჩაფიქრებასდავეუფლე ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებს,  შევისწავლე  ბლოგის სტრუქტურა. სახლში უნდა დამეწერა რეფლექსია, პროექტის იდეაზე და მის გენერირებაზე მეფიქრა. წამეკითხადა გამეაზრებინა მოდული1.
      მადლობა, ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგისთვის.