Wednesday, July 25, 2018

VIII დღე



რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

   მერვე დღე დაიწყო დავალების განხილვით, დავალების განხილვით გავიგე რა გავაკეთე სწორად რა არა.  გადმოვწერეთ პრეზენტაციის რუბრიკა და დავიწყეთ მასზე მუშაობა. შემდეგ შევედით intelga.blogspot.com-ზე და გადმოწევწერეთ შეფასების რუბრიკა,  კოლაბორაციული შეფასება, გავაკეთეთ ჩემი მოსწავლის მაგალითზე. გადავედით შემდეგ მე-6 მოდულზე. ამ მოდულში განვიხილეთ შემდეგი საკითხები: პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.წავიკითხეთ,  გავიაზრეთდა ვისაუბრეთ მე-6 მოდულზე.(დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის). 
     განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა პრინციპი.  ჯგუფების შედგენისას აუცილებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება, რაშიც დაგვეხმარება კონელის კითხვარი. მისი გამოყენება შესაძლებელია პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა ინტელექტის გასაზომად. 
 ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებაზე. რომელსაც ვიყენებთ პროექტის მსვლელობისას. როცა მოსწავლეები თავიანთ სწავლას ან შექმნილ პროდუქტს აფასებენ, ისინი არა მხოლოდ შეცდომებს ეძებენ, არამედ ითავისებენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მათი ნამუშევარი შეფასდება.თვითშეფასება მუშაობის ხარისხის კრიტიკულად გაანალიზების საშუალებაა, რის შედეგადაც მოსწავლეები შეცვლიან სწავლის სტრატეგიებს, რათა უფრო ეფექტურები და ეფექტიანები გახდნენ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად               
    გადავედით  მე-7 მოდულზე (ფასილიტაცია ტექნოლოგიებით) . გავრკვიეთ რისთვის გვჭირდება ფოტოები და როგორ უნდა მოხდეს ფოტოების დამუშავება, გადაღება. გადმოვიწერეთ ფოტოგრაფიის პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე დამხმარეში. ეკრანზე გადავიტანეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ბუპლეტი, ვისაც პრეზენტაცია კონდა პრეზენტაცია. გავაკეთეთ შაბლონი  ფასილიტაციისათვის და შევინახეთ ესეც დრაივზე დამხმარეში. შეიკრა ჩაჭვი პროექტული  სწავლების, გავარკვიე რა როგოგ გამოვიყენო პროექტზე მუშაობისას. შემდეგი ანუ ბოლო მე-9 დღისთვის დავხვეწავ ყველა თემას, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევ პროექტის გეგმას და პრეზენტაციას. 

No comments:

Post a Comment