Monday, July 9, 2018

I დღე


რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

    პირველ დღეს გავიცანი სხვადასხვა სკოლის პედაგოგები და ტრენერი გიორგი არავიაშვილი. მან გარკვევით აგვიხსნა რა არის პროექტებზე დაფუძნებუ-ლი სწავლებარატომ არის აუცილებელი პროექტებით სწავლება სასწავლო პროცესში. გავეცანით პროექტის მონახაზს. როგორც გავიგე ამ ყველაფრის ხარისხიანად დასამუშავებლად გამომადგება ელექტრონული წიგნი, რომლის მისამარ-თია http://tpdc.ge/essentials/ გავიგე რა იყო ვლოგი და რა იყო ბლოგი. ვლოგი იყო ვიდეოების საიტი, ბლოგი არის ისეთი საიტი სადაც იქნება როგორც ვიდეო, ასევე ყველა სახის ინფორმაცია.
    გავეცანი ტრენერის  გიორგი არავიაშვილის ბლოგს http://intelga.blogspot.com,  საიტზე დავაკვირდი უამრავ საინტერესო ინფომრმაციას.  შევქმენი ბლოგი შემდეგნაირად: შევედი ჩემს  gmail-ზე, შემდეგ google apps-შე, შემედგ Blogger-ში და New Blogger-შევქმენი ჩემი ბლოგი, რომელზეც შემდეგში განვათავსებ ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტს. დავეუფლე ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებს, შევისწავლე  ბლოგის სტრუქტურა. ჩემი ბლოგის მისამართია matematika152.blogspot.com. ტრენინგის ბოლოს ჩავინიშნე ტრენერის ელ-ფოსტა: giorgi.araviashvili@gmail.com, გავიგე რომ რეფლექსია არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს საკუთარი აზრებისა და განცდების ანალიზს; ჩაფიქრებასდავეუფლე ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებს,  შევისწავლე  ბლოგის სტრუქტურა. სახლში უნდა დამეწერა რეფლექსია, პროექტის იდეაზე და მის გენერირებაზე მეფიქრა. წამეკითხადა გამეაზრებინა მოდული1.
      მადლობა, ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგისთვის. 



No comments:

Post a Comment