რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
მეცხრე დღე დავიწყეთ youtube-ში საჭირო ვიდეოს მოძიებითა და ბლოგზე გაზიარებით. ამისთვის ვიდეოს დაბლა მითითებული შეარ ღილაკი გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ ლინკი ბოლო > ასეთ ნიშნამდე, გადავედით ბლოგზე და ახალ პოსტში გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით დაკოპირებული ტექსტი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ეს ვიდეო შეგვიძლია, საჭიროებისამებრ ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა ss გამოყენებით და დამატება, რათა პროექტზე მუშაობს პროცესში თუ დაგვჭირდა მსგავსი მოქმედება, არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის საშუალებით შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო, გამოვასწორეთ ხარვეზები და დავრწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგშია. ჯგუფის ყველა წევრმა გააკეთა თავისი პროექტის წარდგენა წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით. მივიღეთ შენიშვნები, ჩავასწორეთ ხარვეზები, გავასწორე პროექტის გეგმაში და პრეზენტაციაში მირებული შენიშვები დავხვეწე როგორც გეგმა, ასევე პრეზენტაცია.
რაც შეეხება ტრენინგს, ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები.
რაც შეეხება ტრენინგს, ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები.
ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. კიდევ უფრო გავიღრმავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მადლობა ბატონ გიორგი არავიაშვილს გაწეული შრომისთვის. იმედი მაქვს ტექნოლოგიებთან, მსგავს სიახლეებთან დაკავშირებით კიდევ შევხდებით. წასვლის წინ ყველას ბედნიერი შვებულება და დასვენება ვუსურვე.
No comments:
Post a Comment