რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
მეექვსე დღე დაიწყო ანალოგიურად საშინაო დავალებების განხილვით.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საშუალებებზე;გავააქტიურეთ ცოდნა ელექტრონული ფოსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. გავიხსენეთ, რომ ელექტრონული ფოსტა წერილების გასაგზავნად და მისაღებად გამოიყენება. ელექტრონული ფოსტით მომსახურებას სხვადასხვა საიტი გვთავაზობს, მაგალითად gmail.com; yahoo.com; mail.ru...
ბლოგზე ,,გაჯეტების`` (გაჯეტები არის იგივე გვერდები ანუ გვერდების დამატება) დასამატებლად ავირჩიეთ layout ბრძანება და გამოსულ ჩამონათვალში ავირჩიეთ ელემენტი,რომლის დამატებაც გვინდოდა.( ესგ. მასწავლებლის სახლი, ინტელის სახელმძღვანელო);
შევქმენით სასწავლო პროექტის დაგეგმვის ჩეკლისტი, რისთვისაც გამოვიყენეთ ინტელის სახელმძღვანელოში არსებული ჩეკლისტის შაბლონი და შმდეგ ავტვირთეთ ჩვენს პორტფოლიოში
მოვამზადეთ საპრეზენტაციო ფაილი PowerPoint - ის დახმარებით.მასში შეგვიძლია განვათავსოთ ტექსტები,სურათები,ცხრილები,სქემები,დიაგრამები. ჩეკლისტის გამოყენებით. Drive-ში დავაწკაპეთ ახლის შექმნას და ჩამოშლილი ჩამონათვალიდან ავირჩიეთ GoogleSlaides, ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფორმატი საპრეზენტაციო მასალის შესაქმნელად.
No comments:
Post a Comment